გიორგი გახარია: "შატილში ახალი სკოლა აშენდება" - კვირის პალიტრა

გიორგი გახარია: "შატილში ახალი სკოლა აშენდება"

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში პრემიერი შატილის საჯარო სკოლის შენობაში ხანძრის გაჩენას ეხმაურება და აცხადებს, რომ სოფელში ახალი სკოლა აშენდება.

"შატილში, დამწვარი სკოლა-პანსიონის სანაცვლოდ, ახალი სკოლა აშენდება, პროექტს მთის განვითარების ფონდი დააფინანსებს.

სამშენებლო სამუშაოები, კლიმატური პირობების შესაბამისად, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში დაიწყება, რის შემდეგაც შატილს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლა ექნება.

სკოლის აშენებამდე, მოსწავლეების სასწავლო პროცესი არ შეფერხდება, ისინი სწავლას დროებით ალტერნატიულ შენობაში განაგრძობენ," - აღნიშულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"