"ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის კიდევ 12 წევრი წარადგინა."ლელოს" ახალი წევრები არიან:1. კახა ხაზარაძე - ბიზნესმენი;2. ნატალია ბარათელი - ინჟინერია-გეოფიზიკის მაგისტრი. განათლების დამოუკიდებელი ექსპერტი;3. ლევან ქოქიაშვილი - რესტორატორი, სომელიე და კომპანია "გასტრონავტის" დაფუძნებელი;4. ვაჟა სამადბეგიშვილი - ინჟინერ-მექანიკოსი, კომპანია "კა-დე-ვე" ჯორჯიას გენერალური დირექტორი;5. ლაშა მარგიანი - პოეტი, მხატვარი, სამოქალაქო აქტივისტი;6. მარიამ თავაძე - ფილოლოგი, მთარგმნელი, შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;7. ალექსანდრე რატიშვილი - ინჟინერ ეკონიმისტი, ბიზნესმენი;8. ლევან ლომთაძე - ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი, სერთაშორისო (ამერიკული) საქველმოქმედო ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის პრეზიდენტი;9. გიორგი ბიჭიაშვილი - ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი;10. გიორგი მჭედლიშვილი- ისტორიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტოტი;11. ირაკლი კუცია - საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი;12. მარიამ აფრასიძე - სამოქალაქო აქტივისტი, ამერიკული აკადემიის კურსდამთავრებული.შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ "ლელოს" პრეზენტაცია 12 სექტემბერს გამართა. ამ დროისთვის ორგანიზაციის 48 წევრია წარდგენილი."ინტერპრესნიუსი"