ანა დოლიძემ თანამოაზრეებთან ერთად აზარტული თამაშების წინააღმდეგ კამპანია - "დაიცავი შენი შვილი" დაიწყო
18-10-2019
ანა დოლიძემ თანამოაზრეებთან ერთად აზარტული თამაშების წინააღმდეგ კამპანია - "დაიცავი შენი შვილი" დაიწყო
პროფესორმა ანა დოლიძემ, თანამოაზრეებთან ერთად, აზარტული თამაშების წინააღმდეგ სახალხო კამპანია - "დაიცავი შენი შვილი" დაიწყო.

როგორც ანა დოლიძემ მედიასთან განაცხადა, აზარტული თამაშების წინააღმდეგ გაერთიანებული პირები და ორგანიზაციები მიმართავენ პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტებს, უახლოეს პერიოდში დაიგეგმოს სპეციალური საჯარო მოსმენა, სადაც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ფსიქოლოგებთან და აღნიშნული საკითხით დაინტერესებულ პირებთან ერთად ისაუბრებენ სათამაშო ბიზნესის პრობლემებზე და მათი გადაჭრის საშუალებებზე.

"აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მწვავე სენია, რომელიც ანგრევს ადამიანების, განსაკუთრებით მოზარდებისა და ოჯახების ჯანსაღ ფსიქიკურ განვითარებას.

მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, საქართველოში ამ დაავადების წინააღმდეგ, ფაქტობრივად, არაფერი კეთდება. საქართველოს ხელისუფლება უმოქმედოა ამ მიმართულებით. ხელისუფლების წარმომადგენლები, პირიქით, ხელს უწყობენ საზოგადოებას, რომ დამოკიდებულები იყვნენ აზარტულ თამაშებზე. ჩვენ
აქ შევიკრიბეთ ორგანიზაციები და ადამიანები, ვისაც ძალიან გვადარდებს აღნიშნული საკითხი, ვისაც ამ მიმართულებით ბევრი რამ აქვს გაკეთებული, ვაერთიანებით ძალას აზარტული თამაშების წინააღმდეგ საბრძოლველად. ვაცხადებთ კამპანიას აზარტული თამაშების წინააღმდეგ. მოვუწოდებ ყველას, ვისაც აღნიშნული საკითხი აღელვებს, შემოგვიერთდნენ", - განაცხადა ანა დოლიძემ.

"ინტერპრესნიუსი"


რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?