გომბორის უღელტეხილზე მსუბუქი ავტომანქანა სიმაღლიდან გადავარდა - კვირის პალიტრა

გომბორის უღელტეხილზე მსუბუქი ავტომანქანა სიმაღლიდან გადავარდა

გომბორის უღელტეხილზე მსუბუქი ავტომანქანა სიმაღლიდან გადავარდა. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რაც ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გახდა.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო, სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ჯგუფები. ისინი დაშავებული მამაკაცის ამოყვანას ცდილობენ.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"