"არის ტენდენცია, რომ ქართული პოლიტიკა პიროვნებებზეა ორიენტირებული და არა სამოქმედო პროგრამებზე" - კვირის პალიტრა

"არის ტენდენცია, რომ ქართული პოლიტიკა პიროვნებებზეა ორიენტირებული და არა სამოქმედო პროგრამებზე"

ქართული პოლიტიკა ძალიან კონკურენტუნარიანი, ძალიან ცოცხალია, მაგრამ კონკურენტულია პიროვნებებების კუთხით და არა პროგრამების მიმართულებით, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის"გადაცემაში "მსოფლიო დღეს"გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა.

"როცა პოლიტიკოსებს ვხვდები, ყოველთვის ვეკითხები მათ განზრახვებზე, პროგრამებზე, იმ მიმართულებაზე, რომლისკენაც ქვეყნის წაყვანა სურთ. ყოველთვის უფრო ადვილია, ისაუბრო ბოლოდროინდელ სკანდალზე, ისაუბრო პოლიტიკურ ოპონენტზე, ვიდრე ისაუბრო პროგრამაზე, ეკონომიკურ პოლიტიკაზე, იმაზე, თუ როგორ შეიძლება საქართველოში განათლების სისტემის განვითარება და სხვა საკითხებზე. იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში ეს იქნება ის მიმართულება, რომლითაც ქართული პოლიტიკა განვითარდება. შეიძლება პროპორციულმა სისტემამაც შეუწყოს ამას ხელი“, - განაცხადა ელჩმა.

ჰუბერტ ქნირშმა გაიხსენა, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე იყო, სადაც ალბათ 100-მდე პოლიტიკური პარტია იყო წარმოდგენილი. მაგრამ ბევრი მათგანი ძალიან პატარაა და "ყველა ამბობდა, რომ სხვა პარტიები მხოლოდ ერთი ადამიანისგან შედგებოდა“.

ასე რომ, ძალიან დიდია ფრაგმენტაცია, მაგრამ მცირეა პლურალიზმი. მაგალითად ევროპაში, არის პარტიები, რომლებიც უფრო მეტად სოციალურ სახელმწიფოზე არიან ორიენტირებული ან ლიბერალურ ეკონომიკურ პოილიტიკაზე, ზოგი უფრო მეტად ეკოლოგიას აქცევს ყურადღებას, ზოგი უფრო მეტად პროევროპულია და ზოგიც ხაზს უსვამს საკუთარი ქვეყნების ნაციონალურ ხასიათს. ისინი გაერთიანებული არიან იდეის და არა პიროვნებების გარშემო“, - განაცხადა ქნირშმა.

კითხვაზე, ქართული პოლიტიკა პიროვნებებზეა ორიენტირებული და არა სამოქმედო პროგრამებზე, გერმანიის ელჩმა უპასუხა:“მართლაც, ასეთია ტენდენცია და ეს საფრთხეს შეიცავს".

"ინტერპრესნიუსი"