გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა
19-10-2019
გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა
გურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. არის ნგრევა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების

მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია უწყებაში ამ ეტაპზე არ შესულა.

შენობა მთლიანად ევაკუირებულია. მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება.

ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი უწყება, მათ შორის საპატრულო პოლიცია, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

კორპუსის ნაწილი პირველიდან მეოთხე სართულის ჩათვლით ჩამონგრეულია.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?