სოფელ ატოცთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ლითონის ბადეები მიიტანეს - კვირის პალიტრა

სოფელ ატოცთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ლითონის ბადეები მიიტანეს

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატოცის განაპირას შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნულ ტერიტორიაზე ლითონის ბადეები მიიტანეს.

"შეიარაღებული პირები ატოცის განაპირას დღეს გამოჩნდნენ. მათ აღნიშნულ ტერიტორიაზე მოიტანეს ლითონის ბადეები. აღნიშნული პირები იმყოფებიან იმ ადგილზე, სადაც რამდენიმე თვის წინ ბოძები დაამონტაჟეს. ბოძები დამონტაჟებულია გამყოფი ხაზის პერიმეტრის დაახლოებით 500-მეტრიან მონაკვეთზე“, - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა.

ატოცში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, გორში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სიტუაციაში გარკვევის შემდეგ გაკეთდება კომენტარი.

"დღეს, მთელი დღის განმავლობაში ვართ გორში. გავერკვევით სიტუაციაში და გიპასუხებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.