"ყველაფერი დაუგეგმავად მოხდა, ნიშნობაც კი - უცებ ვიყიდეთ ბეჭდები, ვუთხარით მშობლებს და დავპატიჟეთ რესტორანში"
"ყველაფერი დაუგეგმავად მოხდა, ნიშნობაც კი - უცებ ვიყიდეთ ბეჭდები, ვუთხარით მშობლებს და დავპატიჟეთ რესტორანში"
"განშორებამ, ალბათ, უფრო მიგვახვედრა, რომ ერთმანეთის გარეშე არ შეგვეძლო"

სალომე ბაკურაძე და ლაშა ბასლანძე­ შოუბიზნესური წყვილის იმ კატეგორიას განეკუთვნებიან, რომელთაც წლებთან ერთად სიყვარული უფრო უღრმავდებათ. ლაშა სოცქსელებშიც არ ერიდება სიყვარულის გამოხატვას და სალომეს ხშირად ანებივრებს სიურპრიზებით. ლაშა და სალომე თავიანთი სიყვარულის ისტორიას გვიამბობენ:

ლაშა: - ერთმანეთი საერთო მეგო­ბრების­ წყალობით გავიცანით. თემო მჟავია და ლევანიკო გოგორელიანი მაშინ "რუსთავი 2"-ში მუშაობდნენ. ქობულეთში იყო საშობაო კონცერტი, მე დიდი მანქანა მყავდა და ერთად წავიდეთო.

სალომე:
- მეც გამოვდიოდი კონცერტზე, მაგრამ მთავარ ჯგუფს ჩამოვრჩი­ და თემოს ვუთხარი, მეც შენთან ერთად წამოვალ-მეთქი. მეგონა, მისი მანქანით მივდიოდით, მაგრამ ლაშას მანქანით წავედით.

ლაშა: - სალოს თავიდან "რუსთავი 2"-ის მძღოლი ვეგონე.

სალომე: - გამიკვირდა, რა სიმპათიური მძღოლი ჰყოლიათ-მეთქი, თან დიდი ხანია ვმეგობრობდი თემოსთან, საერთო
სამეგობრო გვყავდა და ლაშას არ ვიცნობდი.

ლაშა: - ასე დავმეგობრდით.­ მე ცოტა ხნით იტალიაში ვიყავი და მეგობრობას დისტანციურად ვაგრძელებდით. ყველაფრით მავსებდა.



- მალე გამოუტყდით ერთმანეთს სიყვარულში?
სალომე: - განშორებამ, ალბათ, უფრო მიგვახვედრა, რომ ერთმანეთის გარეშე არ შეგვეძლო. ბევრ საერთოს ვპოულობდით. ბევრს ვსაუბრობდით და ერთმანეთს ვუტყდებოდით რაღაცებში. ჩამოვიდა, ჩამკიდა ხელი და აღარ გაუშვია. როგორ გამოვუტყდით ერთმანეთს სიყვარულში, არც მახსოვს, თავისთავად მოხდა ყველაფერი.

- ხელი როგორ გთხოვა?
სალომე: - ყველაფერი დაუგეგმავად მოხდა, ნიშნობაც კი - უცებ ვიყიდეთ ბეჭდები, ვუთხარით მშობლებს და დავპატიჟეთ რესტორანში. იცოდნენ, რომ ერთმან­ეთი­ გვიყვარდა, მაგრამ გაგიჟდნენ, ასე დაუგეგმავად როგორ შეიძლებოდა, სხვანაირად მოვემზადებოდითო.
ლაშა: - ასე არხეინად ჩავატარეთ ქორწილიც. მინდოდა დალაგებულად ყოფილიყო ყველაფერი, მაგრამ უცებ გადავწყვიტეთ და გადავიხადეთ ქორწილი. ლაშას სპონტანურად უყვარს რაღაცების კეთება.

- ლაშა, სიურპრიზებიც გეყვარება...
- კი, ძალიან მიყვარს. ერთხელ დაბადების დღეზე მთელი ეზო მოვუხატე. მთელი სამეზობლო მიყურებდა, ტაშს მიკრავდა. მე მარტო ვხატავდი და მარტომ გავბერე ორასი ბუშტი, თან სადაც ვხატავდი, გუდრონია და იწოვდა ნაწერს. იმდენი ვხატე, ძლივს გავიმართე წელში... მაგრამ იმდენად მაგარია ის ემოცია, რასაც ასეთი რაღაცები იწვევს, რომ ყველაფერს გააკეთებ. მგონი, ჩემთვის უფრო ვაკეთებ ამას, მე უფრო მიხარია. გამოდის, ეგოისტი ვარ, სალოს ემოციებით მუხტს ვიღებ.

სალომე:
- დილით დამირეკა, აივნიდან გადაიხედეო და კინაღამ გავგიჟდი­. გარეთ რომ გავედი, ძლივს გავაღე კარი, იმდენი ბუშტი იყო. მთელი სამეზობლო ტაშს უკრავდა, სიძე შემოწმებულია, ისეთი ფილტვები აქვსო. იმხელა ტერიტორიის მოხატვა გადაწყვიტა, ბოლომდე ვერ დაასრულა, მზისგულზეა მოხატული და გახუნდა, ამიტომ ყოველ დაბადების დღეზე თავიდან ხატავს. აივნიდან რომ ვიხედები, პირველად ამას ვხედავ. ერთხელ ფეიერვერკიც მოაწყო, ოღონდ არ მახსოვს, რას უკავშირდებოდა. მეზობლებს კინაღამ ცეცხლი გაუჩინა. მე აივანზე ვიდექი და ისე ახლოს ჩამიქროლა, კინაღამ სახეში მომხვდა, მერე მეზობლის სახლში შევარდა ის მაშხალები.

- სალომე, ახლახან დედამთილს სიურპრიზი გაუკეთე?
- დაბადების დღეზე მივუძღვენი სახალისო სიმღერა, რომლის ტექსტი ასეთია: "მე იმ ლამაზ დღეს ვერაფრით ვივიწყებ, როცა შენს ოჯახში დავდგი სტენკა". ძალიან მიყვარს და კარგი ურთიერთობა გვაქვს.

- ლაშა, რა მოგწონს სალომეში ყველაზე მეტად?
- ხალისი, სიცოცხლის აზრს გაძლევს.
სალომე: - ჩემთვის ლაშა არის მამოძრავებელი ძალა. მივხვდი, რაც უნდა მეძახონ, რა მაგარი გოგო ხარო, სულაც არ ვარ მაგარი ლაშიკოს გარეშე.



- ბავშვმა თუ შეცვალა თქვენს ურთიე­რთობაში რამე?
- ყველაზე მაგარი ჩვენი პატარაა, სრულიად შეცვალა ყველაფერი. ექვსი თვე გოგო გვეგონა და ბიჭი აღმოჩნდა. ამერიკაში გვინდოდა გაგვეჩინა, რომ ამერიკის მოქალაქეობა ჰქონოდა.
ლაშა: - მეექვსე­ თვეში იყო სალომე, როდესაც ექიმთან ისევ მივიდა. მოდის და მეუბნება: ორი ამბავი მაქვს, ერთი ცუდი, მეორე არ ვიცი, შენ როგორც გადაწყვეტ, ეგ არისო. რა არის-მეთქი? ერთი ის, რომ ექიმმა მითხრა, ტონუსი გაქვს მომატებული­ და ვერ გაგიშვებ ამერიკაშიო, მეორე კი ის, გოგო არ არის, ბიჭიაო. რას მიჩალიჩებთ-მეთქი, დავიბენი... არადა, სახელიც მქონდა დარქმეული, მუსიკას ვასმენინებდი მუცელში. დედამისივით ენერგიული ბავშვია, ყოველ დილით რვა საათზე გვაღვიძებს.

- ცოლქმრობაში კრიზისული პერიოდები­ თუ გქონიათ?
- კრიზისული პერიოდები შეიძლება ცოლქმრობაშიც იყოს, შეყვარებულობაშიც და მეგობრობაშიც. ჩვენ, ადამიანები ვარქმევთ სახელებს - კრიზისი, ასაკი და ა.შ. ცხოვრებაში არსებობს დაბრკოლებები, რომლებიც ცხოვრების ყველა ეტაპზე გვხვდება...

- რა არის მთავარი ურთიერთობაში?
ლაშა: - მთავარია, არც ერთ ეტაპზე პატივისცემა და სიყვარული არ დაკარგო­ და სიტყვები, "ჭირშიც და ლხინშიცო" სულ გახსოვდეს, სხვა ყველა პრობლემას ეშველება.

სალომე: - მთავარია, გულწრფელები­ ვიყოთ და ნებისმიერი რამის პატიება შეიძ­ლება. ამ სიტყვებზე ყველას გონება, ალბათ, ღალატისკენ წავა... როდესაც ხვდები, რომ ადამიანმა შეცდომა გულწრფელად აღიარა და სურვილიც არსებობს, რომ მომავალში ერთად გააგრძელოთ სიარული, პატიება შეიძლება.

- ეჭვიანები თუ ხართ?
სალომე: - ტყუილად არაფერი მომჩვენებია. რაც არ მომწონებია, მითქვამს. ამას ზოგი ეჭვიანობას არქმევს, ზოგი აზრის გამოხატვის ფორმას. რაღაცები მითქვამს, გამომიხატავს, ზოგჯერ მსგავსი ლაშიკოსგანაც ყოფილა, მაგრამ ეჭვიანობად არ მიმიღია, შენიშვნად და რჩევად ვიღებ.

- ლაშა, რთული ხომ არ არის პოპულარული ცოლის ქმრობა?
- ალბათ, ეჭვიანი ადამიანისთვის რთული იქნება. ლაპარაკი მთავარია - რასაც მალავ, არ ამბობ, გროვდება და საბოლოოდ მაინც გარჩევამდე მივა, ამიტომ ჯობს თავის დროზე თქვა.

- სალომე, ლაშას შვილთან, ელენესთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
- ელენე ჩემი "პადრუშკაა", უკვე დიდი გოგოა და ვდაქალობთ, როგორც პატარას, ისე არ ვუყურებ. ელენე იყო ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც მაშანტაჟებდა. რვა წლის იყო, ლაშაზე გაბრაზებული ვიყავი და დამირეკა - აივანზე ვდგავარ, რაღაც საშინელებას ჩავიდენ, თუ მამაჩემს არ შეურიგდებიო. ვაიმე, შვილო, შედი სახლში, მოხურე კარი და ახლავე შევურიგდები-მეთქი... ახლა გოგოშკობა დაიწყო და ლაშას ცოტა უჭირს ამასთან შეგუება.

ხათუნა კორთხონჯია

israelidan
11 ნოემბერი 2019 12:05
ისრაელში ბავშვები 6 საათზე გვაღვიძებენ უფრო ყოცაღები არიან
მაკო
09 ნოემბერი 2019 17:52
ჟურნალისთებს სულ „სიურპრიზები" რატომ აინტერესებთ, ეგაა მთავარი ურთიერთობაში?
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
11-11-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები