გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაშავებული კვლავ შოკურ მდგომარეობაში იმყოფება - კვირის პალიტრა

გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაშავებული კვლავ შოკურ მდგომარეობაში იმყოფება

გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაშავებული სოსო ჯავახიშვილის მდგომარეობა ამ დროისთვის კვლავ უკიდურესად მძიმეა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ ექიმ-რეანიმატოლოგმა, მარინა გოგიძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, პაციენტი ისევ შოკურ მდგომარეობაში იმყოფება.

"მდგომარება ამ დროისთვის კვლავ ძალიან მძიმეა. პაციენტს სხეულის 60% აქვს დამწვარი და დამწვრობითი შოკიდან ჯერ არ გამოსულა. მკურნალობა გრძელდება. პაციენტი კონტაქტურია“, - განაცხადა მარინა გოგიძემ.

შეგახსენებთ, რომ გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად სულ 4 ადამიანი დაშავდა. ამ დროისთვის კი კლინიკებში მკურნალობას 2 მათგანი განაგრძობს.