საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს - კვირის პალიტრა

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს

ამ დროისთვის ქარელის მუნიციპალიტეტში, ატოცის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები აღარ იმყოფებიან. შეიარაღებულმა პირებმა, საოკუპაციო ხაზის პერიმეტრი, სადაც დღეს დილით გამოჩნდნენ, ცოტა ხნის წინ დატოვეს.

"ამ დროისთვის ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე, მხოლოდ ჩვენი პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან. რაც შეეხება საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს დილით გამოჩნდნენ, ტერიტორია დატოვეს“, - განაცხადა "ინტერპრესნიუსსთან“ ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ატოცთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დღეს დილით ლითონის ბადეები მიიტანეს.