როგორია გურამიშვილის გამზირზე კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა - კვირის პალიტრა

როგორია გურამიშვილის გამზირზე კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა

გურამიშვილის გამზირზე კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. დამწვრობის ცენტრის ექიმების ინფორმაციით, 39 წლის სოსო ჯავახიშვილს სხეულის 60% აქვს დამწვარი და შოკურ მდგომარეობაში იმყოფება.

პირველადი ინფორმაციით, 19 ოქტომბერს გურამიშვილის გამზირზე ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. სულ დაშავდა 4 ადამიანი. 3 ადამიანის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.

"ინტერპრესნიუსი"