"მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია" - სოფელ ატოცის მცხოვრებლები საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ახორციელებენ - კვირის პალიტრა

"მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია" - სოფელ ატოცის მცხოვრებლები საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ახორციელებენ

სოფელ ატოცის მცხოვრებლები საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ახორციელებენ და აცხადებენ, რომ „მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია“. როგორც ერთ-ერთმა მცხოვრებმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სამუშაოების შეწყვეტას არ აპირებენ.

"რუსეთის ყველასთვის საფრთხეა და მაშინ უნდა წავიდეთ ყველანი საერთოდ საქართველოდან. ასე არ გამოვა", - აცხადებს ერთ-ერთი მცხოვრები იოსებ ზანაძე.

ამ დროისთვიოს საოკუპაციო ხაზთან ქართველი პოლიციელები, მედიის წარმომადგენლები და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლები იმყოფებიან.

"ინტერპრესნიუსი"