მეტროსადგურ "გოცირიძესთან" მოზარდს მატარებელი დაეჯახა - კვირის პალიტრა

მეტროსადგურ "გოცირიძესთან" მოზარდს მატარებელი დაეჯახა

მეტროსადგურ "გოცირიძის" მიმდებარე ტერიტორიაზე, მოზარდს მატარებელი დაეჯახა. მომხდარის შედეგად მოზარდი დაშავდა, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"