როგორია 12 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა - კვირის პალიტრა

როგორია 12 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა

12 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც თბილისში მატარებელი დაეჯახა, მძიმეა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" იაშვილის კლინიკაში განუცხადეს, ამ დროისთვის მოზარდი მართვის სუნთქვაზეა.

მათივე ინფორმაციით, ამჟამად მოზარდი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში იმყოფება.

ინფორმაციისთვის, მეტროსადგურ "გოცირიძის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მოზარდს მატარებელი დაეჯახა. მომხდარის შედეგად მოზარდი დაშავდა, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"