გლდანში, ერთ-ერთ კაზინოში გაზით 5 ადამიანი მოიწამლა - კვირის პალიტრა

გლდანში, ერთ-ერთ კაზინოში გაზით 5 ადამიანი მოიწამლა

თბილისში, გაზის გაჟონვის შედეგად, 5 ადამიანი მოიწამლა. შემთხვევა გლდანში, ერთ-ერთ კაზინოში მოხდა. ხუთივე პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაზის ობიექტზე ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"