"თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ორგანიზებით თამბაქოზე დამოკიდებულების მკურნალობის ადგილობრივი და ევროპული გაიდლაინების პრეზენტაცია გაიმართა - კვირის პალიტრა

"თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ორგანიზებით თამბაქოზე დამოკიდებულების მკურნალობის ადგილობრივი და ევროპული გაიდლაინების პრეზენტაცია გაიმართა

"თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ორგანიზებით, 23 ოქტომბერს, სასტუმრო "ჰოლიდეი ინში“თამბაქოზე დამოკიდებულების მკურნალობის ადგილობრივი და ევროპული გაიდლაინების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტის და სამედიცინო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ორგანიზატორის განცხადებით, მნიშვნელოვანია ეფექტური სახელმძღვანელო, რათა თამბაქოზე დამოკიდებულების მკურნალობა შედეგიანი იყოს. აუცილებელია ევროპული, მრავაფეროვანი გამოცდილების გათვალისწინება. ჯანდაცვის სისტემის ნებისმიერი წარმომადგენელი, რომელიც მწეველებს მოწევაზე თავს დანებებაში დაეხმარება, მსოფლიოში დღეს არსებული სპეციალური მედიკამენტების ფართო სპექტრისა და შესაბამისი ქცევითი ინტერვენციების შესახებ სრულ ინფორმაციას უნდა ფლობდეს.

2018 წლის პირველი მაისიდან ეტაპობრივად ძალაში შევიდა თამბაქოს კონტროლის ახალი, გამკაცრებული კანონი, რომლის მიზანია საზოგადოების გაჯანმრთელება, მწეველთა რაოდენობის მაქსიმალურად შემცირება და პრევენცია, რათა მწეველთა რაოდენობა არ გაიზარდოს. ამ უმნიშვნელოვანესი გეგმის განხორციელება დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვის და თამბაქოს ნაწარმის გარე რეკლამის გაუქმების სახით დაიწყო და ეტაპობრივად მოჰყვა ვიტრინებში თამბაქოს ნაწარმის გამოდების აკრძალვა, აქციზის გაძვირება, უფილტრო და ფილტრიან სიგარეტებზე გადასახადების გათანაბრება და სხვა.

მიგვაჩნია, რომ ყველა ამ ღონისძიების პარალელურად უნდა მოქმედებდეს თამბაქოს მოწევაზე თავის დანებების, მკურნალობის ხელმისაწვდომი საშუალებების პროგრამა. გარდა იმისა, რომ ექიმებს უნდა ჰქონდეთ ეფექტური სახელმძღვანელო, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მწეველებისთვის მოწევაზე თავის დანებების ხელშემწყობი სტრატეგია. ქრონიკული დაავადების და დაბალი სოციალური სტატუსის მქონე მწეველებისათვის მკურნალობა და სამკურნალო საშუალებები სრულიად უფასო უნდა იყოს, ან იმდენად იაფი ღირდეს, რომ მოწევაზე თავის დანებება უფრო მომხიბლავი იყოს, ვიდრე თამბაქოს ნაწარმის მოხმარება.

ვისაც მოწევაზე თავის დანებების სურვილი გაუჩნდება უნდა იცოდეს ვის, სად მიმართოს და როგორ იმკურნალოს.

შემუშავდა თამბაქოზე თავის დანებების და მკურნალობის პროტოკოლი და გაიდლაინები და ექიმებს ექნებათ ახალი სახელმძღვანელო, როგორ უმკურნალონ მწეველებს. მათ კი, ვისაც მოწევაზე თავის დანებება უნდა, ასევე უნდა იცოდეს სად მივიდეს, რა სქემით დაეხმარება ჯანდაცვის სისტემა.

უქმდება თამბაქოზე თავის დანებების საშუალებებზე დღგ-ს და იმპორტის გადასახადი, რამაც მნიშვნელოვნად უნდა გააიაფოს ამ მიმართულების სამკურნალო საშუალებები ნებისმიერი მწეველისათვის