"პატრიარქის ჩამოშორება და ჩანაცვლების შესახებ არაფერი გამიგია“ - რას ამბობს დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი? - კვირის პალიტრა

"პატრიარქის ჩამოშორება და ჩანაცვლების შესახებ არაფერი გამიგია“ - რას ამბობს დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი?

დეკანოზ გიორგი თევდორაშვილის განცხადებით, ეკლესიას ვერავინ და ვერაფერი დააზიანებს. ამის შესახებ დეკანოზმა მეუფე იაკობის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

"პატრიარქის ჩამოშორება და ჩანაცვლების შესახებ მე მსგავსი არაფერი გამიგია“, - განაცხადა თევდორაშვილმა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ საპატრიარქოს მხრიდან მიტევების შესახებ დასმულ კითხვაზე, თევდორაშვილმა განაცხადა, რომ ამის დროც მოვა.

"ეკლესისის პოზიცია ყოველთვის არის მიმტევებლობა, შეწყალება, დალოცვა და ლოცვა-კურთხევა. მოვა, ალბათ, მაგის დროც. მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა თვდორშვილმა.

რაც შეეხება წმინდა სინოდის სხდომის გამართვას, დეკანოზმა განმარტა, რომ სინოდის სხდომასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პრესსამსახური თავად გააკეთებს განცხადებას.

შეგახსენებთ, რომ ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის თქმით, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.

იხილეთ ასევე: "ყველას შენდობას ვთხოვ და ბოდიშს მოვუხდი"