"საპატრიარქოში მიმდინარე პროცესები თეოლოგიასთან არავითარ კავშირშია და შიდა ინტრიგებს მიეკუთვნება" - კვირის პალიტრა

"საპატრიარქოში მიმდინარე პროცესები თეოლოგიასთან არავითარ კავშირშია და შიდა ინტრიგებს მიეკუთვნება"

ერთი ეპისკოპოსი მოვა, მეორე ეპისკოპოსი წავა. ეს არის ჩვეულებრივი ადმინისტრაციული საკითხი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ თეოლოგმა ვაჟა ვარდიძემ განუცხადა, რითაც პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობის დატოვების შესახებ მეუფე იაკობის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, დღეს ეკლესიაში მიმდინარე პროცესები თეოლოგიასთან არავითარ კავშირშია და უფრო მეტად შიდა ინტრიგებს მიეკუთვნება.

"მიმდინარე პროცესი პოლიტიკური თემაა. დაძაბული რომ არის საპატრიარქოში, შიგნით სიტუაცია, ბოლო დღეები სწორედ ამაზე მეტყველებს. ეს ისეთი საკითხებია, აქ თეოლოგს ბევრი სალაპარაკო არაფერი აქვს. აქ სჯობს კომენტარი პოლიტიკოსებმა გააკეთონ, იმათ, ვინც საკითხებშია ჩართული. აქ თეოლოგი კომპეტენტურს ვერაფერს იტყვის. ეს არის ჩვეულებრივი შიდა ინტრიგები, თუ არ ვიცი, რა დავარქვა - ეკლესიოლოგიური თემა არ არის.

რაც შეეხება იმას, რომ ქორეპისკოპოსმა დატოვა თანამდებობდა, ეკლესიოლოგიური საკითხი არ არის. ეკლესიოლოგიური საკითხი არის ეკლესიის მოწყობის პრინციპები და მისი შემდგომი თეოლოგიური განმარტებები. ახლა ერთი ეპისკოპოსი მოვა, მეორე ეპისკოპოსი წავა თუ რა იქნება, ეს არის ჩვეულებრივი ადმინისტრაციული საკითხები. საპატრიარქოში ადმინისტრაცია როგორ ლაგდება და რა ლაგდება, არ ვიცი, ათასნაირად შეიძლება დალაგდეს და გადმოლაგდეს - ეს არ არის თეოლოგიური საკითხები“, - განაცხად ვაჟა ვარდიძემ.