ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ახალციხე-ადიგენის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შსს-ში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

"ინტერპრესნიუსი"