თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქება მოხდა - როგორია დაშავებული მოქალაქის მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქება მოხდა - როგორია დაშავებული მოქალაქის მდგომარეობა?

"თბილისი ენერჯის" წარმომადგენლის ნათია მიქიაშვილის ინფორმაციით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებული მოქალაქის მდგომარეობა მძიმე არ არის. მისი თქმით, ჯერჯერობით ინფორმაცია ზუსტდება, თუმცა ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

"ამ დროისთვის ინფორმაცია ჯერჯერობით ზუსტდება. ადგილზე შესულები არიან შესაბამისი დარგის სპეციალისტები და მუშაობენ. შესაბამისად, ყველა დეტალს შეგატყობინებთ მოგვიანებით. ამ დროისთვის რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ არის მხოლოდ ერთი დაშავებული, არ არის მძიმე მდგომარეობაში, თავის ფეხით ჩამოვიდა ეს ადამიანი ბინიდან, სადაც მოხდა ეს აფეთქება. ყველა სხვა დეტალი დგინდება. როგორც ცნობილია, ის გადაყვანილია ხეჩინაშვილის კლინიკაში. კიდევ ერთხელ ყველა მომხმარებელს მინდა შევახსენო, უმორჩილესად გთხოვთ, ახლა არის ზამთრის პერიოდი, რა დროსაც უკვე იხურება ფანჯრები, შესაბამისად, შესაძლებელია უბრალო დაუდევრობამ გამოიწვიოს არა მხოლოდ საკუთარი საცხოვრებელი ფართისთვის და სიცოცხლისთვის ზიანის მიყენება, არამედ მეზობლებისთვისაც", - განაცხადა მიქიაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"