თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 77 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა - კვირის პალიტრა

თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 77 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

თევდორე მღვდლის 38 ნომერში მდებარე საცხოვრებელს კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც "ინტერპრესნიუსს" დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, მამაკაცს სხეულის 35%-ს დამწვრობა აღენიშნება.

"შემოყვანილია 77 წლის მამაკაცი, სხეულის 35%-ანი დამწვრობით, მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობაა. დამწვრობა ძირითადად მიღებული აქვს თავის არეში, დაზიანებული აქვს ორივე ზედა კიდური, ასევე გულმკერდი და სასუნთქი გზები. მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. უტარდება შესაბამისი მკურნალობა"- განაცხადა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა.

მისივე შეფასებით, მამაკაცის ასაკიდან და მიღებული დაზიანებებიდან გამომდინარე, მისი დიაგნოზი "საკმაოდ მძიმეა".

"ინტერპრესნიუსი"