"უნდა გავუფრთხილდეთ პატრიარქს და ბევრი არ ვიტლიკინოთ!" - კვირის პალიტრა

"უნდა გავუფრთხილდეთ პატრიარქს და ბევრი არ ვიტლიკინოთ!"

საქართველოს საპატრიარქოს გარშემო სკანდალი გრძელდება. ამ ცოტა ხნის წინ ბოდბელმა ეპისკობოსმა მეუფე იაკობმა ბიძინა ივანიშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია, ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულებაში საჯაროდ დაადანაშაულა. როგორც მეუფემ განაცხადა, შეხვედრა მაშინდელი პრემიერის კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, რომელიც უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ხდებოდა.

დავინტერესდით რას ფიქრობენ ამ პროცესებზე ცნობილი ხელოვანები, გთავაზობთ ნაწყვეტს სტატიიდან:

ნინელი ჭანკვეტაძე, მსახიობი: - მართლმადიდებლურ მრევლად თუ თვლი ადამიანი თავს, წესია, რომ არ ილაპარაკო იმ საკითხებზე ბევრი, რაც შენ არ გეკითხება! უნდა დაელოდო რას გადაწყვეტს სინოდი, რას იტყვის პატრიარქი და დაემორჩილო... ასე უნდა გავუფრთხილდეთ პატრიარქს და ბევრი არ ვიტლიკინოთ! იმაზე უფრო დიდი პატრიარქები ნუ გავხდებით, ვიდრე ჩვენი უწმინდესია! თუ გვიყვარს და გვინდა რამით ხელი შევუწყოთ, ზედმეტი აქტიურობა ჩვეულებრივი საზოგადოების წევრებისგან არ მიმაჩნია სწორად! თუ ეკლესიური ხარ, არსებობს ეკლესიაში წესები და იმის მიხედვით უნდა იცხოვრო და თუ არ ხარ ეკლესიური, მითუმეტეს ვინ გეკითხება ადამიანს ამ საკითხებში ჩარევას?! იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: "მეუფე იაკობს ჰყავდა ლობი "ოცნების" ერთ-ერთ შტოში. მოსაყდრეობას ჰპირდებოდნენ, ასე არ მოხდა და ახლა ცდილობს შური იძიოს"