საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს

საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომა ცოტა ხნის წინ დაიწყო. რა საკითხებს განიხილავენ დღევანდელ სხდომაზე, უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირები არ აკონკრეტებენ და აცხადებენ, რომ თუ რაზე იმსჯელებენ, სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. თუმცა, არ არის გამორიცხული, უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირებმა სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, მეუფე იაკობის მიერ მედიაში გაკეთებულ განცხადებებზეც იმსჯელონ.

წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომას ესწრება ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი, რომელმაც, როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ დატოვა პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობა.

დღევანდელ სხდომას არ ესწრება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი.