სინოდმა მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენა - კვირის პალიტრა

სინოდმა მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენა

წმინდა სინოდმა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენა. ამის შესახებ მეუფე პეტრემ სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"მე მივიჩნევ, რომ აბსოლუტურად უსამართლოდ განმაყენა პირადად პატრიარქმა მღვდელმთავრობიდან. ამის მიზეზი არის, საქართველოს ეკლესიაში მხილება მამათმავლობის ცოდვის", - განცხადა სასულიერო პირმა.