ავარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში - დაშავებულია 3 ახალგაზრდა - კვირის პალიტრა

ავარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში - დაშავებულია 3 ახალგაზრდა

ზუგდიდის მუნიციპლიტეტის სოფელ ზედა ეწერში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაშავებულია სამი ახალგაზრდა. მათივე ცნობით, სწრაფად მიმავალი "ოპელის" მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო სამი სასწრაფო დახმარების ბრიგადა და სამაშველო სამსახური.

"ინტერპრესნიუსი"