ვინ შეცვლის მეუფე პეტრეს ჭყონდიდის ეპარქიაში? - კვირის პალიტრა

ვინ შეცვლის მეუფე პეტრეს ჭყონდიდის ეპარქიაში?

საპატრიარქოში მიმდინარე სინოდის სხდომა დასრულდა. ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზის გაცხადებით, მეუფე პეტრეს მღვდელმთავრობიდან გადაყენების შემდეგ, სინოდმა ჭყონდიდის მიტროპოლიტად გაამწესა მეუფე გრიგოლ კაცია, რომელიც აქამდე წალკის ეპისკოპოსი გახლდათ.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, სხდომაზე განიხილეს მეუფე იაკობის საკითხიც. როგორც მიტროპოლიტმა განაცხადა, მან მოინანია პატრიარქის და სინოდის წინაშე საკუთარი საქციელი და შენდობა მიიღო.