"მეუფე პეტრე ისე უხამსად მოიქცა წმინდა სინოდის სხდომაზე, ჩვენ იძულებული გავხდით, რომ ხელით გაგვეყვანა" - კვირის პალიტრა

"მეუფე პეტრე ისე უხამსად მოიქცა წმინდა სინოდის სხდომაზე, ჩვენ იძულებული გავხდით, რომ ხელით გაგვეყვანა"

მეუფე პეტრე ისე უხამსად მოიქცა წმინდა სინოდის სხდომაზე, ჩვენ იძულებული გავხდით, რომ ხელით გაგვეყვანა სხდომიდან, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, მეუფე პეტრემ უხამსი სიტყვებით ილაპარაკა.

"ჩვენ ვუხსნიდით, რომ შეურაცხყოფის მიყენება ადამიანისთვის, მით უმეტეს სასულიერო პირისთვის და მით უმეტეს პატრიარქისთვის ეს არ არის მხილების ფორმა. საერთოდ, მხილება განსხვავდება ცილისწამებისგან იმითი, რომ მხილებისას ჯერ არგუმენტებია წარმოდგენილი და მერე დასკვნა კეთდება, ხოლო ცილისწამებაა, როდესაც ჯერ ამბობ და მერე პირდები საზოგადოებას და წმინდა სინოდს, რომ შემდეგ წარმოადგენ არგუმენტებს.

მეუფე პეტრე მთლიანად არ მოკვეთილა. საბოლოო დასკვნა, ალბათ, სინოდის სხდომის ოქმში იქნება. გათავისუფლებულია მღვდელმთავრის უშუალო მოვალეობისგან", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.