"მეუფე პეტრე ღმერთმა დალოცოს. ვუსურვებ, რომ ეს ყოველივე ბოლომდე მიიყვანოს" - ჭყონდიდის საკათედრო ტაძარში მეუფე პეტრეს მხარდამჭერი პარაკლისი აღავლინეს - კვირის პალიტრა

"მეუფე პეტრე ღმერთმა დალოცოს. ვუსურვებ, რომ ეს ყოველივე ბოლომდე მიიყვანოს" - ჭყონდიდის საკათედრო ტაძარში მეუფე პეტრეს მხარდამჭერი პარაკლისი აღავლინეს

ჭყონდიდის საკათედრო ტაძარში მეუფე პეტრეს მხარდამჭერი პარაკლისი აღავლინეს და მისთვის ილოცეს. ტაძარში სასულიერო პირები და მრევლი იყვნენ შეკრებილები. პარაკლისის ბოლოს ბალდის მამათა მონასტრის წინამძღოლმა ათინოგენიმ მათ მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ეს არის განსაცდელი და მეუფეს გაძლიერება უსურვა.

"მადლობა ღმერთს, რომ მეუფე პეტრე წინ უძღვის ამ ყველაფერს და არ კარგავს ქრისტეს სიყვარულს. მადლობა, რომ დღეს აქ ხართ და ღმერთმა დაგლოცოთ. ეს განსაცდელია და მადლობა ღმერთს ამ განსაცდელისთვის. თითოეული ჩვენთაგანის სულიერება, სიწმინდე და შინაგანი მდგომარეობა დღეს სახეზე იქნება. ჩვენი მეუფე განსაცდელშია. მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ თითეული თქვენთაგანი აქ ხართ და ლოცვით შეეწევით. მეუფე პეტრე ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს. მე ვუსურვებ, რომ ეს ყოველივე ბოლომდე მიიყვანოს. მისი დაწყებული სიმართლის თქმა არ შეჩერდეს. ბოლომდე მივიდეს და კეთილად დაამთავროს", - აღნიშნა არქიმანდრიტმა.

ტაძარში მეუფე პეტრეს ელოდებიან, რომელიც არსებული ინფორმაციით, იქ გვიან ღამით მივა.

"ინტერპრესნიუსი"