"მწერდნენ, შენი სახე გამოხატავს მთელი საქართველოს რეაქციასო" - ვინ არის ჟურნალისტი, რომლის გაოცებულმა სახემ, მეუფე პეტრეს განცხადების შემდეგ ინტერნეტსივრცე მოიცვა - კვირის პალიტრა

"მწერდნენ, შენი სახე გამოხატავს მთელი საქართველოს რეაქციასო" - ვინ არის ჟურნალისტი, რომლის გაოცებულმა სახემ, მეუფე პეტრეს განცხადების შემდეგ ინტერნეტსივრცე მოიცვა

31 ოქტომბერს ყველაზე ხმაურიან სინოდის სხდომას "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტი სალომე კვარაცხელია აშუქებდა. მამა პეტრეს განცხადების შემდეგ ჟურნალისტის გაოცებული ფოტო სრულიად ინტერნეტმა გააზიარა.

"როდესაც მეუფე პეტრე სხდომიდან გამოვიდა, პირველი კომენტარი გააკეთა დეკანოზ მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით, ამის შემდეგ გააგრძელა საუბარი იმით, რომ მღველდმთარობიდან გადამაყენესო, როდესაც მიზეზი ვკითხეთ, თქვა ის, რაც თქვა, სწორედ ამ დროს იყო ჩემი რეაქცია გამოხატული, რაც ფოტოზეა ასახული. ძალიან გაოგნებული ვიყავი, ყველა ადამიანისთვის როდესაც მეუფის ამ განცხადებას მოისმენდნენ, ემოციურად იქნებოდა ძალიან რთული. როდესაც ფოტო ვნახე, იგივე რეაქცია მქონდა, ვაიემე ღმერთო, რა სახე მაქვს,-მეთქი. მომდიოდა უამრავი შეტყობინება, მწერდნენ, "შენი სახე გამოხატავს მთელი საქართველოს რეაქციასო".

იხილეთ ვიდეო