მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპარქიის მრევლს: "შეხვედრამდე სამოთხეში!" - კვირის პალიტრა

მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპარქიის მრევლს: "შეხვედრამდე სამოთხეში!"

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე მრევლს დაემშვიდობა. "ერთი წმინდა მამის ხასიათი იყო, როცა ადამიანს ემშვიდობებოდა, ეტყოდა - "შეხვედრამდე სამოთხეში". აბა ვთქვათ, შეხვედრამდე სამოთხეში!" - მიმართა ჭყონდიდის ეპარქიის მრევლს ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა.

მეუფე პეტრეს ნაცვლად, ჭყონდიდის ეპარქიაში მღვდელმთავრად მეუფე გრიგოლი დაინიშნა. შეგახსენებთ, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გუშინ, წმინდა სინოდმა გადააყენა.

"ინტერპრესნიუსი"