დეკანოზი შალვა კეკელია პატრიარქს: "თქვენო უწმიდესობავ, ეშმაკმა არ გაპატია ამდენი ადამიანის ღვთისკენ მობრუნება" - კვირის პალიტრა

დეკანოზი შალვა კეკელია პატრიარქს: "თქვენო უწმიდესობავ, ეშმაკმა არ გაპატია ამდენი ადამიანის ღვთისკენ მობრუნება"

დეკანოზი შალვა კეკელია, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს გუშინდელ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და პოსტს ავრცელებს:

"თქვენო უწმიდესობავ, ეშმაკმა არ გაპატია ამდენი ადამიანის ღვთისკენ მობრუნება, ერის შემოტრიალება, ტაძრების აშენება, ამდენი ნათლული, რომლეიბიც თქვენი უსაზღვრო სიყვარულით დაიბადნენ, სასულიერო პირების გამრავლება, სემინარიების და აკადემიების გახსნა, დაუღალავი ლოცვა, უძილო ღამეები ერზე ფიქრში გატარებული და რომ ჩამოვთვალე ის ყველაფერი, რაც თქვენ ჩვენი ქვეყნისთვის გიკეთებიათ ალბათ მთელი დღე დამჭირდება ამ ყველაფრის დასაწერად... ეშმაკი ცილის მწამებელია, მას მხოლოდ წილის წამება შეუძლია, ვაი იმ ადამიანებს ვისაც ეშმაკი საკუთარ იარაღად გამოიყენებს... თქვენო უწმიდესობავ მთელი ერი, თქვენი სამწყსო, რომლის კეთილი მწყემსი ბრძანდებით, ქრისტეს დედა ეკლესიის და თქვენს გვერდით ვართ... გვიყვარხართ თქვენო უწმიდესობავ", - წერს დეკანოზი შალვა კეკელია "ფეისბუკში". (წყარო)