"პრემიერმა წინასაარჩევნო განცხადება გააკეთა... ვისურვებდი, გავიდეს დრო და არ შერცხვეს მისი ნათქვამის, როგორც შერცხვათ მის წინამორბედ პრემიერებს" - კვირის პალიტრა

"პრემიერმა წინასაარჩევნო განცხადება გააკეთა... ვისურვებდი, გავიდეს დრო და არ შერცხვეს მისი ნათქვამის, როგორც შერცხვათ მის წინამორბედ პრემიერებს"

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას "წინასაარჩევნო განცხადებას უწოდებს".

როგორც ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მიტროპოლიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიაჩნია, რომ "პრემიერს უფრო ღირსეული შეფასება უნდა გაეკეთებინა მოვლენის შესახებ".

"მიმაჩნია, რომ ეს იყო 2020-ის არჩევნებისთვის გათვლილი აქცენტები. პრემიერმა წინასაარჩევნო განცხადება გააკეთა ამ პოზიციით და ვისურვებდი, რომ უფრო წინდახედული ყოფილიყო, რომ გავიდეს დრო და არ შერცხვეს თავისი ნათქვამის, ისე როგორც შერცხვათ მის წინამორბედ პრემიერებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ სახელმწიფო გადატრიალება იგეგმებოდა "ციანიდის საქმით" და დღემდე შერცხვენილები არიან,"-განაცხადა პეტრე ცაავამ.

შეგახსენებთ, რომ პრემირ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს საპატრიარქოში განვითარებული მოვლენები სახელმწიფოსა და ეკლესიაზე მიზანმიმართულ შეტევად შეაფასა.

"ინტერპრესნიუსი"