ავარიის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა 11 კი დაშავდა - ერთმანეთს 2 მიკროავტობუსი და 1 მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა - კვირის პალიტრა

ავარიის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა 11 კი დაშავდა - ერთმანეთს 2 მიკროავტობუსი და 1 მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა

მარნეული -სადახლოს საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად გარდაიცვალა 2 ადამიანი და დაშავდა 11. შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს, 2 მიკროავტობუსი და 1 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

აღნიშნული შემთხვევა"ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინსტროში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილები. გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტით მოძრაობისას უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც 2-ან მეტი ადამინის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"