პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს - კვირის პალიტრა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალების საქმეების განხილვა არ განახლებულა,- ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთნ დაკავშირებულ საკითხებზე გავრცელებულ "ფეიკნიუსს".

"ასეთი "ფეიკნიუსები" ხალხის შეცდომაში შეყვანისა და ამავე დროს პრეზიდენტზე ერთგვარი ზეწოლის მცდელობაა",- აღნიშნავენ ადმინისტრაციაში და აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა შეწყალების ახალი წესის შემუშავებაზე და შეწყალების საქმეების განხილვა ჯერ არ განახლებულა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"