"უნდა ვემსახუროთ ღმერთს, სამშობლოს, ადამიანს" - კვირის პალიტრა

"უნდა ვემსახუროთ ღმერთს, სამშობლოს, ადამიანს"

მეუფე გრიგოლი (კაცია) ადასტურებს, რომ შეხვედრა, რომელზეც ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა საუბრობდა, მართლაც შედგა. ამის შესახებ მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მან იმ სიტყვებზეც გააკეთა კომენტარი, რომელზეც მეუფე პეტრე საუბრობდა.

„ეს არის ძველი აღთქმიდან: გადაფარე მამაშენი და ღმერთი დაგიცავს. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ შენ გაქვს ეჭვი, რაღაც ისეთი აზრები, ასე უნდა ებრძოლო ამას",- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ ნიშნავს ეს სიტყვები იმას, რომ მასაც ჰქონდა გარკვეული ეჭვი, მეუფე გრიგოლი ამბობს: „მე მაქვს ეჭვი, რატომ მე ამ განსაცდელში, მაგრამ მივიღე როგორც მორჩილება და როგორც კუთხევა.“

მისივე თქმით, დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, ნერვიულობს და დიდი პასუხისმგებელობა აქვს, რადგან დიდი ეპარქია და დიდი მრევლია. ჟურნალისტების კითხვას, რას ფიქრობს მრევლის ნაწილის პროტესტზე და იმაზე, რომ მას ადგილზე მღვდლების ნაწილი არ დახვდა, მეუფე ამბობს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

„უნდა ვემსახუროთ ღმერთს, სამშობლოს, ადამიანს“, - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

მისივე თქმით, თუ წალკაში სასულიერო პირებს სურვილი ექნებათ, წამოვლენ მასთან.

„ხვალ მივდივარ წალკაში და იქ უნდა ვკითხო, თუ ვინმეს აქვს სურვილი, წამოვა“,- აცხადებს მეუფე.

"ინტერპრესნიუსი"