"მეუფე პეტრეს გადასაწყვეტია, შიომღვიმეში წავა თუ მადაგასკარზე" - კვირის პალიტრა

"მეუფე პეტრეს გადასაწყვეტია, შიომღვიმეში წავა თუ მადაგასკარზე"

ცურტაველი მიტროპოლის, მეუფლე ვახტანგის განცხადებით, მეუფე პეტრეს გადასაწყვეტია, შიომღვიმეში წავა თუ მადაგასკარზე. ამის შესახებ მეუფე ვახტანგმა სამების ტაძარში საკვირაო წირვის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, ახლა ეკლესიას მძიმე პერიოდი უდგას.

"დღეს მძიმე პერიოდი უდგას ეკლესიას. მოგეხსენებათ, ეს არის აპოკალიფსური საუკუნე. მტკივნეული პერიოდია ჩვენი ქვეყნისთვის, ერისთვის, სასულიერო პირებისთვის და ყველასთვის.

რაც შეეხება თვითონ მეუფე პეტრეს, ის შიომღვიმეში წავა თუ მადაგასკარზე, მისი გადასაწყვეტია. მან უკეთ უწყის, რა უნდა გააკეთოს, მისი ნებაა. ადამიანი თავისუფალია და სადაც უნდა, იქ იცხოვრებს.

ჩვენ გვაქვს ყველას თავისუფალი ნება. ის ბავშვი არაა, რომ ვინმემ შთააგონოს რამე, როგორც მას სურს, ისე გადაწყვეტს. მოვიცადოთ ცოტა და ყველაფერი დალაგდება. ეკლესიაში ახლა მიდის კათარზისი, რაც თვითგაწმენდას ნიშნავს“- განაცხადა მეუფე ვახტანგმა.

"ინტერპრესნიუსი"