"მე დღეს ქადაგება არ მექნება, შეგონება მექნება - მწუხარებამ გაგვაერთიანა ერთმანეთთან და ღმერთთან" - კვირის პალიტრა

"მე დღეს ქადაგება არ მექნება, შეგონება მექნება - მწუხარებამ გაგვაერთიანა ერთმანეთთან და ღმერთთან"

მე დღეს ქადაგება არ მექნება, შეგონება მექნება - მწუხარებამ გაგვაერთიანა ერთმანეთთან და ღმერთთან, - ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს.

უწმინდესმა მრევლს კურთხევა მისცა, რომ სახარებიდან ერთი თავი წაიკითხონ.

“ჩვენთან არს ღმერთი. მე დღეს ქადაგება არ მექნება, შეგონება მექნება. მწუხარებამ გაგვაერთიანა ერთმანეთთან და ღმერთთან. გაუფრთხილდით სამშობლოს და ეკლესიას, ამაშია ძალა ქართველი ერისა. გეძლევათ ლოცვა კურთხევა, რომ დღეს სახარებიდან წაიკითხოთ ერთი თავი . მთელ საქართველოში, ეს მოგცემთ მადლს და წყალობას. დალოცვილი იყავით მადლობელი ვარ თანადგომისთვის. თანამდგომა გამოიჩინეს სხვა რელიგიების წარმომადგელებმაც, მუსულმანებმა და სხვებმა. გაიხარეთ, ჩვენთან არს ღმერთი”,-ბრძანა პატრიარქმა.

"ინტერპრესნიუსი"