როგორი ამინდი იქნება საქართველოში 4-8 ნოემბერს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 4-8 ნოემბერს

4-8 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველო დაბლობში +20, +25, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 4-5 ნოემბერს +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება, 6-8 ნოემბერს +18,+20 გრადუსამდე მოიმატებს.

"ინტერპრესნიუსი"