"ცხოვრებას თავიდან ვიწყებ" - გიორგი გილიგაშვილის სახლი დაიწვა - კვირის პალიტრა

"ცხოვრებას თავიდან ვიწყებ" - გიორგი გილიგაშვილის სახლი დაიწვა

მსახიობ გიორგი გილიგაშვილის სახლი სრულად დაიწვა. შემთხვევა დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინწინ მოხდა. მსახიობი სახლში და-ძმასთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა ხანძრის ჩაქრობა ვერ შეძლო. ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზი ელექტროგაყვანილობაა. „რეიტინგი“ გიორგი გილიგაშვილს დაუკავშირდა.

- გუშინწინ დაიწვა სახლი, თუმცა მინდა ნაკლებმა ადამიანმა გაიგოს ამის შესახებ. მადლობის მეტი რა მეთქმის ყურადღებისთვის, მაგრამ ისედაც ბევრი ცუდი ამბავია გარშემო და ჩემი ამბით საზოგადოების დამძიმება არ მინდა. რაც მთავარია ყველა ჯანმრთელად ვართ, სახლსაც ავაშენებთ, ხესაც დავრგავთ და ბევრ შვილებსაც გავაჩენთ. გული მხოლოდ ჩოხებზე დამწყდა. მთლიანად დამეწვა ჩოხები. ასე რომ ცხოვრებას ვიწყებ თავიდან განაგრძეთ კითხვა