"ეს ყველაფერი 30 წლის წინ უნდა ეთქვა და არა ახლა" - რას ამბობს მეუფე იოანე მეუფე ზოსიმეს მიმართ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ბრალდებებზე - კვირის პალიტრა

"ეს ყველაფერი 30 წლის წინ უნდა ეთქვა და არა ახლა" - რას ამბობს მეუფე იოანე მეუფე ზოსიმეს მიმართ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ბრალდებებზე

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე ზღაპარს უწოდებს წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე ზოსიმეს მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს. როგორც მეუფე იოანე ამბობს, ამ საკითხზე მამა გიორგის თავის დროზე, 30 წლის წინ უნდა ელაპარაკა.

"ვინ რა თქვა, მე არ ვიცი. ვიღაც 30 წლის წინანდელ ზღაპრებს იგონებს. ეს ყველაფერი 30 წლის წინ უნდა ეთქვა და არა ახლა. თქვენ ახლა რომ დამაბრალოთ, თითქოს რაღაც მოვიპარე ეპარქიიდან, დაამტკიცებთ?", - განაცხადა მეუფე იოანემ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში მოღვაწე მღვდელმა, მამა გიორგი სხილაძემ "ფეისბუქში" 1988 წელს მომხდარ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ დაწერა. მაშინ მეუფე ზოსიმე სასულიერო სემინარიის რექტორი იყო.

"ინტერპრესნიუსი"