"დამირეკეს და ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს - დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო" - რას წერს მაკო გომური სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"დამირეკეს და ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს - დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო" - რას წერს მაკო გომური სოციალურ ქსელში?

დღეს დამირეკეს და ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს - დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო,-ამის შესახებ 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებული მაკო გომური სოციალურ ქსელში წერს.

"მოკლედ 4 თვეზე მეტია გასული, ექსპერტიზის დასკვნას ვინ ჩივის, არც გამოძიება ყოფილა დაწყებული. დღეს დამირეკეს და ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს: დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო, ანუ მანამდე თვალზე რამე პრობლემა ხომ არ გქონდაო. წარმოიდგინეთ, მთელი ოთხი თვის განმავლობაში ექსპერტიზას მეტი შეკითხვა არ გაუჩნდა. ანუ მინუს 30 რომ მქონოდა, ჯანდაბას, მაინც მოსაშორებელი თვალი იყო?",-წერს მაკო გომური.