რა კადრების გასაჯაროებით ემუქრებოდნენ დათა ახალაია და სოსო თოფურიძე საპატრიარქოს?
რა კადრების გასაჯაროებით ემუქრებოდნენ დათა ახალაია და სოსო თოფურიძე საპატრიარქოს?
დეკანოზმა შალვა კეკელიამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" სკანდალური განაცხადებები გააკეთა.

დეკანოზის მტკიცებით, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანი მათ ეკლესიის გაქრობით ემუქრებოდა. კეკელია არ ასახელებს აღნიშნულ პირს და ამბობს, რომ ის "ღმერთმა უკვე დასაჯა"

"ყველაზე დიდი ფული ეკლესიაში დახარჯა "ნაციონალურმა მოძრაობამ" , ყველაზე დიდი დაფინანსება "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიდან წამოვიდა. მახსოვს, რომ წინამძღვრები მიჰყავდათ უცხოეთში ასვენებდნენ, მერე ვიდეოს უღებდნენ ამას და მთელი ეს ვიდეო გადაღებები, ფარული ჩანაწერები.. ..როდესაც ციხის კადრები გავიდა, მაშინ საპატრიარქოში ვიყავი,
დათა ახალაია და სოსო თოფურიძე
მოვიდნენ საპატრიარქოში და პირდაპირ მოსთხოვეს საპატრიარქოს, კადრების შემდეგ თუ მათ ჩვენ მხარს არ დავუჭერდით, აუცილებლად ისინი ამ კადრებს ნელ-ნელა გაასაჯაროებდნენ და ეკლესიას ცუდ დღეში ჩაგვაგდებდნენ.

26 მაისს, როდესაც მიტინგი დაარბიეს, მაშინაც იქ ვიყავით, პატრიარქი ტელეფონზე
დავალაპარაკეთ, ვინც უფროსები იყვნენ, მათ დავალაპარაკეთ, კინო "რუსთაველში" როცა შევედით, მეუფე იაკობმა ხმამაღლა ჩართო ტელეფონი და ვთხოვდით ხალხი არ ეცემათ, ასეთი რამ გვითხრეს - კომუნისტების დრო მოგენატრებათო, ისეთ დღეში ჩაგაგდებთ თქვენ, ისეთ დღეში ჩავარდებით მღვდლები, კომუნისტების დროს ინატრებთ, საერთოდ გავაქრობთ ეკლესიის სახელს. ეს გვითხრა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, ვინც ამათ მართავდა. ის ისეთი ადამიანია, ღმერთმა უკვე დასაჯა და კიდევ დაისჯება ღვთის წინაშე", - აცხადებს დეკანოზი კეკელია.

დეკანოზმა შალვა კეკელიამ ასევე ისაუბრა 2004 წელს ეკლესიის გარშემო მიმდინარე მოვლენებზეც. მისი განცხადებით, დღეს საპატრიარქოს გარშემო განვითარებული პროცესები სწორედ აღნიშნულის გაგრძელებაა.

"2004 წელს სტუდენტი ვიყავი, მაშინ აკადემიის წინააღმდეგ მოძრაობა დაიწყო, პატრიარქს ადანაშაულებდნენ. მაშინ სასულიერო აკადემიაში 24 კაცი მოძებნეს, რომლებმაც "24 საათში"(მაშინ ბოკერია და უგულავა მართავდნენ ამ გაზეთს), დაწერეს წერილი ეკლესიის წინააღმდეგ. გეტყვით, რატომაც ვახსენე ბოკერია. 2004 წელს, როდესაც გაზეთი აუჯანყდა საქართველოს პატრიარქს და სასულიერო სემინარიას, დღეს მათგან ნაწილი თეოლოგებად გვევლინებიან, როცა უცხოეთიდან გვერთვებიან - ეს 24 სტუდენტია. ჩვენი მეგობრებიც იყვნენ, რომლებმაც დატოვეს ეს 24 კაცი და გვეუბნებოდნენ, რომ ესენი ყოველდღე ბოკერიასთან იკრიბებოდნენ და ბოკერია პირადად აძლევდა მითითებებს, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, რა გაეკეთებინათ და როგორ უნდა შემოეტანათ შფოთი ეკლესიაში. მერე ეს სტუდენტები, რომლებიც ბოკერიასთან ბოლომდე დარჩნენ, ყველა უცხოეთში გაიგზავნა, ყველამ ევროპაში განათლება მიიღო. ანუ, მათ პირობა ჰქონდათ იმის, რომ თუ ესენი ასე მოიქცეოდნენ, მათ ფინანსურადაც უცხოეთში სასწავლებელს მოუწყობდნენ და ყველა მათგანი დღეს სწავლობს უცხოეთში.

ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ სასულიერო პირები, რომლებიც ეკლესიის წინააღმდეგ გამოდიან დღეს, რაც ძალიან ცუდია, არ შეიძლება მღვდელი, რომელიმე პოლიტიკურ მხარეს იყო, ან "ნაციონალური მოძრაობის" ან "ქართული ოცნების". მღვდელი "ისტი" არ უნდა იყო, მღვდელი ქრისტესი, ქრისტეს მხედარი უნდა იყო. მაგალითად , მე არასდროს არც ერთი პარტიის მხარეს არ ვდგავარ. ყოველთვის ვიდექი ქრისტეს მხარეს, მაგრამ ჩემი შეხედულება მქონდა, ამ მთავრობასთანაც მაქვს ჩემი პრეტენზია, იმ მთავრობასთანაც და ყოველთვის.

ეს ყველაფერი არის გაგრძელება - 2004 წელს დაიწყო ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ, მაშინაც ითხოვდნენ პატრიარქის გადაყენებას, მაშინაც ჰყავდათ მათ ეკლესიაში მომხრეები, მაშინაც ჰყავდათ სასულიერო პირები მათი მომხრეები, რომლებიც ეწინააღდეგებოდნენ პატრიარქს, როგორც ახლა. ეს ბრძოლა ახლა კი არ დაიწყო, მეუფე პეტრემ კი არ დაიწყო, ეს ბრძოლა მოდის და მას თავისი წარსული აქვს. ზუსტად ვიცი, ვისთან იკრიბებოდნენ მაშინ, რატომ იკრიბებოდნენ, როგორ იგეგმებოდა ეს ყველაფერი ეკლესიის წინააღმდეგ", - განაცხადა დეკანოზმა.

იხილეთ ვიდეო
მკითხველის კომენტარი (22)
:(
07 ნოემბერი 2019 17:24
თუ ვინმე უღირს მღვდლებზე და იერარქებზე რაიმე კომპრომატები აქვთ დღესვე უნდა დადონ და გამოამზეურონ, რომ ეკლესიაში ყველა "შეგზავნილი"ს ლუსტრაცია დროზე მოხდეს და ყველა უღირსი დროულად განიკვეთოს და განეყენოს დედა ეკლესიიდან.. რაც მალე მით უკეთესი.
და თუ არ აქვთ დოკუმენტები, მაშინ გაჩუმდნენ და ტყვილა ცილისწამებას თავი დაანებონ.
ელო
07 ნოემბერი 2019 17:08
მარიამის კომენტარს ვიზიარებ.
ანი
07 ნოემბერი 2019 16:40
პეტრე ცაავა ახალაიების ახლობელია ხოდა გასაგებია ვინც წააქეზა და გააგიჟა ეგ კაცი
მოკლედ
07 ნოემბერი 2019 16:25
იმასაც ვერ ხვდება, რომ თვითლუსტრაციას აკეთებს!
გლახუნა
07 ნოემბერი 2019 15:55
აუფ, ნაც-ები, ნაც-ები, ნაც-ების ძახილში 8 ,,საუკეთესო,, წელია - არ გადააქციეთ ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო საქართველო- რუსულ გუბერნიად ?! ... ანუ მუდამ ღატაკ, უიმედო და უპერსპექტივოდ ქვე-ყანად ?!
ყუმი-ს
07 ნოემბერი 2019 15:16
კომენტარით ტუ ვიმსჯელებთ "ნიკი" სწორად შეგირ\ცევიათ.

რა მაინტერესებს და "დეკანოზი" კეკელიას წარსულით რატომ არ ინტერესდებით? გაიკითხეთ ჟურნალისტებმა ცოტა, მაგის "საძმაკაცო" საქმენი საგმირონი 1993-1998 წლებში :)
ავოეე
07 ნოემბერი 2019 15:10
ავოე მართლა ამათ ჩვენ დებილები ვგონივართ და მართლა ზომბები,ტუმცა ალბათ ვართ იმიტომ რომ არ ვიღებთ ხმას საჯაროდ,მხოლოდ აქ ვწუწუნებთ,ეს ჭინა მთავრობა რომ არ ყოფილიყო ვის დააბრალებდნენ? ეს რომ ბიძოს ინტერესბშია რათ უნდა ამას ლაპარაკი,ერტი ეკლესია იყო ის ძალა რომელსაც შეეძლო მისი ძალაუფლება დაეჩრდილა და ხალხი გაყოლოდა და დაანგრია და დაანაწევრა ამიტომ,
ყუმი
07 ნოემბერი 2019 14:45
რა ადვილია არა სასულიერო პირებში ეძებო სისუსტეები,შენ რომ მიადგები ეკლესიას და გინდა სარგებელი ნახო იქ შენი გავლენების დამყარებით ესეიგი არც ღმერთის გწამს და არც შენი ქვეყნისთვის გინდა სიკეთე.
მარიამი
07 ნოემბერი 2019 13:34
მერე, რატომ იქცეოდნენ ისე, რომ ასეთი სამარცხვინო კადრები გადააღებინეს, სასულიერო პირები წმინდანებივით უნდა იქცეოდნენ ყველგან , საკუთარ თავთანაც კი.
ალექს
07 ნოემბერი 2019 11:11
მიშას გარეშე ბოკერია ვერც სხვა ვერ იზამდა!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა