"არ ვიცოდი, ქალების შიშიც თუ არსებობდა"
"არ ვიცოდი, ქალების შიშიც თუ არსებობდა"
ამბობს, რომ გენიოსები ფარცხანაყანებში იბადებიან, თავადაც ამ სოფელში დაიბადა. ახლახან იმედით აივსო. სწამს, რომ აყვავებული წყალტუბოს სიკეთე ფარცხანაყანებშიც საგრძნობი იქნება. რუბრიკა "ერუდიტის" სტუმარი იუმორისტი თემო ნიქაბაძე გახლავთ.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"მომწონს წიგნები, რომლებისგანაც რაღაცას ვსწავლობ. მიყვარს დეტექტივებიც, არასდროს მბეზრდება. პერსონაჟები რომ რეალურ სამყაროში არსებობდნენ, ლუარსაბ თათქარიძის მეზობელი ვიქნებოდი. მაინტერესებს, როგორ ცხოვრობდა, გარდა ჭამისა და ბუზების თვლისა, კიდევ რას აკეთებდა? მას და მის მეუღლესაც დიდი ინტერესით დავაკვირდებოდი..."

"ქალი პერსონაჟებიდან რომელი შემიყვარდებოდა, ამაზე არასდროს მიფიქრია. რეალურ ცხოვრებაში მომწონს გოგონები, რომლებსაც აქვთ მიზნები, არიან რეალიზებულნი. არსებობს გოგონების კატეგორია, რომლებაც მუშაობაც ეზარებათ, სწავლაც, კერძების მომზადებაც... ისინი ჩემთვის ძალიან უინტერესოები არიან
..."

"- გოგონა სარკესთან მივიდა, დაინახა საკუთარი გამოსახულება და შუბლზე აკოცა. შეიძლება თუ არა, ასე რომ
მოხდეს?

- მადროვე, საკუთარ თავზე უნდა წარმოვიდგინო (პაუზის შემდეგ), ეს როგორ შეიძლება? ვერ ვკოცნი, მაგრამ სხვა პასუხი ექნება, რაღაცნაირ შეკითხვებს მისვამ. აი, თვეებზეც როგორ დამაბნიე..."


" დაასრულე აინშტაინის ცნობილი გამონათქვამი: "ინტელექტუალები წყვეტენ პრობლემებს, ხოლო გენიოსები..."

- იბადებიან ფარცხანაყანებში.
- "...თავიდან იცილებენ მათ"...

მხიარულ და საინტერესო ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 7 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.


თამუნა კვინიკაძე
დალი ფხაკაძე/გოგუაძე
09 ნოემბერი 2019 01:50
ფარცხანაყანევში დავიბადე და გავიზარდე,ვამაყობ კიდეც ამით,ბევრი ღირსეული მამულიშვილი აღიზარდა ამ სოფელში,სწორი ფორმაა ფარცხანაყანევი და არა ფარცხანაყანები.
totika
08 ნოემბერი 2019 16:38
ფარცხა ნაყანები ანუ ნაყანები ფარცხაოო......სწორია, ფარცხანაყანები....
status quo
08 ნოემბერი 2019 15:54
ვისაც სამტრედია-ქუთაისის გზატკეცილზე გაუვლია,ლურჯი ფერის საგზაო ნიშანი დგას,წარწერით- ფაცხანაყანევი.თქვენ საიდან მოგაქვთ ეს დამახინჯებული ფორმა ამ დიდებული სოფლის დასახელების?

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები