"მამამ მითხრა, უნდა გათხოვდეო. ვუპასუხე, სწავლა მინდა-მეთქი. მას არ ესმოდა ჩემი..." - რას ჰყვება გოგონა, რომელიც ოჯახს დაუპირისპირდა?
"მამამ მითხრა, უნდა გათხოვდეო. ვუპასუხე, სწავლა მინდა-მეთქი. მას არ ესმოდა ჩემი..." - რას ჰყვება გოგონა, რომელიც ოჯახს დაუპირისპირდა?
გოგონა, რომელმაც გათხოვებას სწავლა არჩია

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი, 19 წლის ჩინარა კოჯაევა დასახული მიზნის მისაღწევად ძალიან ბევრს შრომობს. ის ახლა სტუდენტობისთვის ემზადება. უნდა თავის მშობლებს, ახლობლებსა და საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ არასრულწლოვანმა გოგონამ თავის დროზე სწორი ნაბიჯი გადადგა, როცა ოჯახს დაუპირისპირდა და უარი თქვა ნაადრევ ქორწინებაზე.

ჩინარა საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. მაშინ მან პოლიციის დახმარებით დააღწია თავი ნაადრევ ქორწინებას. სამაგიეროდ, ციხეში აღმოჩნდა მამამისი...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"მამამ მითხრა, უნდა გათხოვდეო. ვუპასუხე, სწავლა მინდა-მეთქი. მას არ ესმოდა ჩემი. - შეხედე, შენი თანატოლები თხოვდებიან, შენ რატომ არ გინდა? ეს არის შენი ბედი, გათხოვებაშია ბედნიერებაო. არადა, ვხედავდი, ჩემი თანატოლები ბედნიერები ნამდვილად არ იყვნენ. მათ ქორწილებში დავდიოდი და ისეთი მოწყენილები იყვნენ, აშკარად ეტყობოდათ, არ უნდოდათ
გათხოვება. ბევრი მინახავს, ქორწილში რომ ტიროდა..."

" მახსოვს, რამდენჯერმე შემაწყვეტინეს თამაში ბავშვებთან, დანიშნული ხარ, ეს აღარ შეგშვენისო. მხოლოდ ჩემს ძმას ესმოდა ჩემი, ყოველთვის მხარში მედგა, მაგრამ ოჯახის უფროსი მამა იყო. ის ამბობდა, სირცხვილია, სახელი გაგიტყდება, მერე აღარავინ გითხოვს, დანიშნული ხარ და თუ უარს იტყვი, ე.ი. არ ხარ კარგი გოგო, რაღაცას თავს არიდებო..."

"ბავშვობიდან პოლიციელობა მსურდა. ბევრჯერ მიფიქრია, ახლა პოლიციელი რომ ვიყო, თავს ხომ დავიცავდი-მეთქი?! ქართულის მასწავლებელს ვუთხარი გათხოვებას რომ მიპირებდნენ, მან პოლიციას დაურეკა. მამაჩემთან ერთად დამიბარეს განყოფილებაში. მამას ხელწერილი დააწერინეს, რომ 18 წლამდე არ გამათხოვებდა. მან არ იცოდა, რომ ჩემმა მასწავლებელმა დარეკა პოლიციაში. უკვირდა, საიდან გაიგეს, ყველა ასე ათხოვებს შვილს და მე რა დავაშავეო?.."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 7 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.


თეა ხურცილავა

მარიამი
11 ნოემბერი 2019 11:27
აბა, ცოდვა არ იყო, ამისთანა თვალმახარა გოგოს არ ესწავლა, ამის მამას გული ჰქონდა საერთოდ?
ლელო
08 ნოემბერი 2019 15:21
ყოჩაღ ჩინარა საამაყო გოგონა ხარ, სამწუხაროა რომ შენი მშობლები ამას ვერ მიხვდნენ
...
08 ნოემბერი 2019 05:32
ნაადრევად არა მარა დროულად კი უნდა გატხოვდე ტუ გყავს მტხოვნელი,უამრავი გოგო ტუ ქალი ტავის რიგს ელოდება ატეული წლებიტ და ვერ ტხოვდებიან,მატგან 90პროცენტი სჰინაბერა რსჰება,მაგარი კონკურენცია,იმნაირი გაიგონარი მეტოდებიტ არტმევენ ქმრებს ქალებს რომ ტმა ყალყზე დაგიდგებატ,ზოგი ჯადოს აკეტებინებენბს მკიტხავ -ჯადოქრებს,ზოგი წამალს უყრის საჯმელსჰი ან სასმელსჰი,ზოგი ნემსებს არჯობს ტანსაცმელსჰი და ბალისჰებსჰი,,ზოგი სურატებს ფლავს სასაფლაოზე,ან აყოლებს მიცვალებულებს,აირია მონასტერი,გადაირია ყველა,არც ხმერტის ესჰინიატ და არც სიკვდილის,ყველაფერზე მიდიან

რუბრიკის სხვა სიახლეები
18-11-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა