ბათუმში მშენებლობიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ბათუმში მშენებლობიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა

ბათუმში მშენებლობიდან 30 წლამდე მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა. როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მედიკოსებს ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.

მამაკაცი სამშენებლო სამუშაოებს კიროვისა და ბესიკის ქუჩების კვეთაში ახორციელებდა. იგი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა.

"ინტერპრესნიუსი"