დაუფასოებელი სახით ნებისმიერი თამბაქოს მიწოდება-რეალიზაცია იკრძალება
დაუფასოებელი სახით ნებისმიერი თამბაქოს მიწოდება-რეალიზაცია იკრძალება
საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, მიმდინარე წლის 21 ნოემბრიდან, დაუფასოებელი სახით ნებისმიერი თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის თამბაქოს ნედლეულის, ჩიბუხის თამბაქოს, შესახვევი თამბაქოს, ასევე ჩილიმისათვის განკუთვნილი თამბაქოს რეალიზაცია და მიწოდება იკრძალება.ამის შესახებ"ინტერპრესნიუსს"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ნაწარმის რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია ნეტო-მასით 50 ან 100-გრამიან პირველად საფუთავებში. აღნიშნული წესით დაფასოებული თამბაქო უნდა იყოს
დადგენილი წესით აქციზური მარკით ნიშანდებული.

თამბაქოს ნაწარმის თითოეულ კოლოფსა/ბლოკსა და თითოეულ შეფუთვაზე, განთავსებული უნდა იყოს სამედიცინო გაფრთხილება და დაცული უნდა იყოს"თამბაქოს კონტროლის შესახებ"საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. ასევე, 21 ნოემბრიდან, აქციზური მარკირების გარეშე იკრძალება ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისათვის განკუთვნილი სითხეების რეალიზაცია.

„დაფასოების გარეშე თამბაქოს მიწოდება (მ.შ. ნაშთად არსებულის) გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას პირველ ჯერზე-2000 ლარის,
ხოლო განმეორებისას-4000 ლარის ოდენობით.აქციზური მარკით სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა, შენახვა, რეალიზაცია იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას (საქონლის ჩამორთმევა, შინაპატიმრობა, თავისუფლების აღკვეთა).

აღნიშნულ საკითხზე დაწვრილებითი ინფორმაცია განთავსებულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე. იხილეთ ბმული:https://www.rs.ge/default.aspx?sec_id=6373&lang=1&news_id=100“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"

თამო
08 ნოემბერი 2019 15:29
ნეტა ისე გაძვირდეს რომ ვეღარავინ იყიდოს , რაში ყრიან ფულს და ჯანმრთელობას.
არჩილ
07 ნოემბერი 2019 20:06
და რატომ იკრძალება? ვინც მწეველია და სიგარეტის ყიდვის ფული არა აქვს, იმან რა ქნას? ისედაც უჭირს ხალხს და თამბაქო მაინც იყოს ნორმალურ ფასად. არასწორი გადაწყვეტილებაა. ყველა ქვეყანაში იყიდება დაუფასოებელი თამბაქო და ვთვლი აქაც უნდა იყიდებოდეს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
დღის კითხვადი სტატიები