"ქორწილი ორი თვის წინ ჰქონდა..." - ვინ იყო ბათუმში მშენებლობაზე მეთე სართულიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა - კვირის პალიტრა

"ქორწილი ორი თვის წინ ჰქონდა..." - ვინ იყო ბათუმში მშენებლობაზე მეთე სართულიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა

ბათუმში უბედურ შემთხვევას 23 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. იგი კიროვისა და ბესიკის ქუჩების კვეთაში სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებდა, რა დროსაც მეათე სართულიდან გადმოვარდა. გარდაცვლილი 23 წლის ანრი მახარობლიძეა, რომელიც ლაჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათიდან იყო.

ახლობლების ინფორმაციით, მახარობლიძე დაზიანებულ ამწეზე თანამშრომელთან ერთად იმყოფებოდა. თვითმხილველების თქმით, ანრისთან მყოფმა მამაკაცმა მეათე სართულის აივანზე გადახტომა მოასწრო, რის შედეგადაც სიკვდილს გადაურჩა.

ახლობლები ამბობენ, რომ ანრი მახარობლიძე ახალი დაოჯახებული იყო. მათი თქმით, ახალგაზრდას ქორწილი ორი თვის წინ ჰქონდა. იგი მეუღლემ და ახლობლებმა გარდაცვლილი უკვე კლინიკა "მედცენტრში" ნახეს, სადაც მშენებლობიდან ჩამოვარდნის შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. იხილეთ სრულად