"ქორწილი ორი თვის წინ ჰქონდა..." - ვინ იყო ბათუმში მშენებლობაზე მეთე სართულიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა
07-11-2019
"ქორწილი ორი თვის წინ ჰქონდა..." - ვინ იყო ბათუმში მშენებლობაზე მეთე სართულიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა
ბა­თუმ­ში უბე­დურ შემ­თხვე­ვას 23 წლის ახალ­გაზ­რდა ემსხვერ­პლა. იგი კი­რო­ვი­სა და ბე­სი­კის ქუ­ჩე­ბის კვე­თა­ში სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებს ახორ­ცი­ე­ლებ­და, რა დრო­საც მე­ა­თე სარ­თუ­ლი­დან გად­მო­ვარ­და. გარ­დაც­ვლი­ლი 23 წლის ანრი მა­ხა­რობ­ლი­ძეა, რო­მე­ლიც ლა­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მა­მა­თი­დან იყო.

ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ხა­რობ­ლი­ძე და­ზი­ა­ნე­ბულ ამ­წე­ზე თა­ნამ­შრო­მელ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, ან­რის­თან მყოფ­მა მა­მა­კაც­მა მე­ა­თე სარ­თუ­ლის აი­ვან­ზე გა­დახ­ტო­მა მო­ას­წრო, რის შე­დე­გა­დაც სიკ­ვდილს გა­და­ურ­ჩა.

ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ანრი მა­ხა­რობ­ლი­ძე ახა­ლი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი იყო. მათი თქმით, ახალ­გაზ­რდას ქორ­წი­ლი ორი თვის წინ ჰქონ­და.
იგი მე­უღ­ლემ და ახ­ლობ­ლებ­მა გარ­დაც­ვლი­ლი უკვე კლი­ნი­კა "მე­დცენ­ტრში" ნა­ხეს, სა­დაც მშე­ნებ­ლო­ბი­დან ჩა­მო­ვარ­დნის შემ­დეგ სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ გა­და­იყ­ვა­ნა. იხილეთ სრულად

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?