"ოჯახში ქართულად ვსაუბრობდით, ჩემი პირველი ენა ქართული იყო" - ვინ არის სკანდალური ფილმის წარმოშობით ქართველი რეჟისორი?
"ოჯახში ქართულად ვსაუბრობდით, ჩემი პირველი ენა ქართული იყო" - ვინ არის სკანდალური ფილმის წარმოშობით ქართველი რეჟისორი?
ფოტო:ლევან აკინი
თბილისსა და ბათუმში ქართულ-შვედური ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა გამართა, რომელიც ხმაურიანი გამოდგა. ქართველი წარმოშობის რეჟისორის, ლევან აკინის მიერ გადაღებულმა ფილმა ქართველ საზოგადოებაში საკმაოდ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ფილმს ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა.

კინოსურათის პრემიერა  2019 წლის 16 მაისს კანის კინოფესტივალზე შედგა, მას შემდეფ ფილმი 30-ზე მეტ ქვეყანაში გაიყიდა, ხოლო "ოსკარის" დაჯილდოების 92-ე ცერემონიალზე უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში შვედეთის სახელით წარდგება.

კანის ფესტივალზე ფილმს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, სადაც რეჟისორს ლევან აკინს მოიხსენიებდნენ როგორც
ახალ პედრო ალმოდოვარს. როგორც თავად რეჟისორი ამბობს, საქართველოში ფილმის გადასაღებად, მას ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა. მან ერთ-ერთ ინტერვიუში გაიხსენა შეხვედრა ანსამბლ "სუხიშვილების" დირექტორთან, ნინო სუხიშვილთან: "მისი რეაქცია იყო ასეთი, რატომ არ შეიძლება ამ ბიჭს შეუყვარდეს გოგო? გეები ქართულ ცეკვებში არ არიან, - გვითხრა ქალბატონმა ნინომ".

ვინ
არის ლევან აკინი?

ქართველი წარმოშობის შვედი რეჟისორი ლევან აკინი 1979 წელს სტოკჰოლმში დაიბადა. მისი მშობლები შვედეთში ემიგრანტებად 70-იან წლებში ჩავიდნენ. შვედური პრესის ინფორმაციით, ლევანის მშობლები თურქეთში დაბადებული ქართველები არიან, ისინი შვედეთში სწორედ თურქეთიდან ჩავიდნენ. ლევანი კი შვედეთში დაიბადა და გაიზარდა.

ლევან აკინი:
"მე და ჩემი ოჯახი ქართული კულტურის ნაწილი ვართ და ცოტა თურქულისაც. ჩემი მშობლები შვედეთში ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით ჩამოვიდნენ. ოჯახში ქართულად ვსაუბრობდით, ჩემი პირველი ენა სწორედ ქართული იყო. ზაფხულობით საქართველოში ჩავდიოდით ხოლმე, მაშინ ეს ქვეყანა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა. დრო და დრო ჩავდიოდით თურქეთშიც. მუშათა კლისის ტიპური ოჯახიდან ვარ, თუმცა მამას ერთხანს ჰქონდა საკუთარი ტურისტული კომპანია, რომელიც ახორციელებდა ჩარტერულ ტურებს თურქეთში. ჯერ კიდევ ბავშვი ვმუშობდი ამ კომპანიაში, მამას ვეხმარებოდი პატარ-პატარა საქმეების წარმოებაში, დედა სტილისტია, თუმცა ახლა კვირაში რამდენიმე დღეღა მუშაობს". წყარო

ლევან აკინი
ლევანმა მუშაობა სტუდენტობისას შვედეთის სამაუწყებლო ტელევიზიაში სტაჟიორად დიაწყო. მოგვიანებით მუშაობდა რეჟისორის ასისტენტად რამდენიმე ფილმსა და სატელევიზიო პროექტზე. პარალელურად თავადვე იღებდა მოკლემეტრაჟიან ფილმებს.

გთავაზობთ ამონარიდებს ლევან აკინის კიდევ ერთი ინტერვიუდან:

"ასეთი ფილმის შექმნის იდეა მაშინ დამებადა, როდესაც საქართველოში 2013 წელს ვნახე პარადი, სადაც მომიტინგეთა დიდი ჯგუფი თავს ესხმის ლგბტ თემის უფლებების დამცველ დემონსტრანტებს. როცა ამ დარბევის კადრები ვნახე, შევძრწუნდი, მინდოდა, დოკუმენტური ფილმის გადაღება, მაგრამ ვერავინ ვნახე, ვინც კამერასთან დადგომას გაბედავდა და ილაპარაკებდა. შემდეგ ვიფიქრე, რომ  გადამეღო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი, მაგრამ საბოლოოდ გადაწყდა, რომ ეს იქნებოდა მხატვრული ფილმი.

ლევან აკინი და ლევან გელბახიანი
რაც შეეხება მსახიობებს, მათი უმეტესობა პროფესიით არ არის მსახიობი. ლევან გელბახიანი, რომელიც მთავარი გმირის როლს ასრულებს, მოცეკვავეა, მასთან დიდ დროს ვატარებდი, უკეთ რომ გამეცნო... ძალიან რთულია ასეთი ფილმის გადაღება ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ძალიან, ძალიან რთული.

მე მიყვარს საქართველო და ქართული კულტურა, რომელიც უძველესი და ძალიან ლამაზია. არ მინდა, ახალი თაობისთვის ეს კულტურა ასოცირდებოდეს დრომოჭმულ და პატრიარქალურ ტრადიციებთან. მინდა, მათ იცოდნენ, რომ ყველას შეუძლია იცეკვოს ულამაზესი ქართული ცეკვა და იმღეროს უძველესი ქართული სიმღერა".

შვედეთში გავიზარდე, ზაფხულს კი თურქეთსა და საქართველოში ვატარებდი. 90-იანებში შვედეთში გაძლიერებული იყო რასიზმი და ექსტრიმიზმი. ეს ძალიან ცუდი დღეები იყო. მახსოვს, რაც ნამდვილად მაწუხებდა იყო ის, რომ შვედეთში უნივერსიტეტში სიარულისას მსგავსი პრობლემები, რაც დღეს საქართველოშია, ჰქონდათ შვედ ახალგაზრდებსაც.

ვფიქრობ, რომ ამ ბავშვებს სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა იმ ქვეყნებში, სადაც ზეწოლას განიცდიან მთავრობაში მყოფი საშინელი ადამიანებისგან, რომლებიც ლგბტ საკითხებს იყენებენ, როგორც პროპაგანდას დასავლეთის წინააღმდეგ". (წყარო)

თაკო ესებუა (სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (43)
nika
12 ნოემბერი 2019 11:58
ეს კაცი თურქია და არა ქართველი
nana
12 ნოემბერი 2019 11:57
და ეს ფილმი პროვოკაციული რომ არის ე.ი. გამიზნულად გადაიღო, პუტინის დაკვეთაა ეტყობა
ია
11 ნოემბერი 2019 13:52
რა გვარი ჰყავს მშობლები?
გოგა
10 ნოემბერი 2019 19:15
მისივე ინტერვიუდან ჩანს, რომ 2013 წელს თბილისში არჩატარებული ლგბტ პარადის გამო გაუჩნდა ბოღმა ქართველ ერზე და ნაწილობრივ კიდეც მიაღწია "დასჯით" შედეგს. მსგავსი ბოღმების გამო გააბოლშევიკეს საქართველო ქართველმა ორჯონიკიძეებმა:)
ნონა
09 ნოემბერი 2019 20:20
ლგტ წევრობა იმას არ ნიშნავს რომ საქართველოს და ქართველი ერით სახელით გამოგეხატა შენი შევიცროვება შვედეთში ,იქ გადაგეღო და იქ გაგეშუქებინა,რატომ აღიზიანებ ისედაც გადაღლილ ხალხს
ასმო
09 ნოემბერი 2019 17:43
ივანე- იმიტომ რომ მუსლიმანები ამას არ აპატიებდნენ და საქრთველოში უფრო შესაძლებელი იყო რადგან ჩვენი ქართველი ხალხის უმეტესობა უკვე რელიგიას არ ცემს პატივს
???
09 ნოემბერი 2019 15:27
ვიღაც არაფრით გამორჩეულმა გადაიღო რაღაც ფილმი რომლის მთავარი მიზანია გამოხატოს სექსუალური უმცირესობების მხარდაჭერა და ჩვენთან ერთი ნაწილი თავქუდმოგლეჯილი გაიქცა პრემიერაზე და მეორე ისტერიკაში ჩავარდა. ერთი იმიტომ გაიქცა რომ საკუთარი "პრადვინუტობის" კომპლექსი აქვს, მეორეს კი "მამულიშვილობის". ვაი თქვენს პატრონს. ამ ფილმზე ასეთ რეზონანსს ჩვენნაირი იდიოტების ქვეყანაში თუ მიიღებდა ეს ვითომ ქართველი.
ზაზა
09 ნოემბერი 2019 15:27
ქართულ ტრადიციებზე თუ გინდა გადაღება მეტი ვერაფერი ნახე? თუ გინდა დამიკავშირდი და იდეებს მოგაწოდებ შე ვითომ ქართველო
ივანე
09 ნოემბერი 2019 15:19
თურქეთში რატომ არ გადაიღო ეგ ფილმი თუ მეორე სამშობლოა
ნანა
09 ნოემბერი 2019 12:54
თავიდანვე გეთქვათ, რომ ამ რეჟისორს მხოლოდ სისხლში ურევია ქართული სისხლი, ისე კი მენტალიტეტი, ტრადიციები არაქართული აქვს და ასეთი ამბავიც არ ატყდებოდა. აბა ისე ვისაც გეებზე ფილმის ნახვა უნდა ინტერნეტში მაგის მეტი რა არის და ნახავენ. იქ სახლში სანდრო ბრეგაძე ხომ არ დაადგებათ კომბლით?

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?