"ფილმი, კატების წამებაზე რომ იყოს ხომ ყველა დაირაზმებოდით?" - კვირის პალიტრა

"ფილმი, კატების წამებაზე რომ იყოს ხომ ყველა დაირაზმებოდით?"

"ბავშვთა უფლებების დაცვის" თავმჯდომარის გურამ ფალავადიშვილის განცხადებით, ფილმ "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის მონაწილეები ხუთ ნაწილად დაიყოფიან და სხვადასხვა კინოთეატრებთან გადანაწილდებიან.

გურამ ფალავანდიშვილის ინფორმაციით, აქციის წევრები შემდეგ ლოკაციებზე მობილიზდებიან: ბათუმში კინოთეატრი "აპოლო", "თბილისი გალერია", "სითი მოლი - საბურთალო", "ისთ ფოინთი" და კინოთეატრი "ამირანი".

"გამოვაღებ კარს და გამოვრთავ ფილმს, არ დავუშვებთ, რომ დღეს კინო-თეატრებში ფილმი გავიდეს. ფილმი, რომ კატების წამებაზე იყოს ხომ ყველა დაირაზმებოდით? რატომ მიეჩვიეთ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას? ვინც დავრჩით, ისინი მზად ვართ, რომ ეს აღვირახსნილი ფილმი ფართო საზოგადოებამ არ ნახოს. პიკეტირებას მოვახდენთ, კინო- თეატრის შესასვლელში ჩავჯდები და არავის გავუშვებ. დამერწმუნეთ, ძალიან ბევრი ვართ. ყველა კანონიერ გზას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ ეს ფილმი ხალხმა არ ნახოს. ჩვენი მხარდამჭერები მოდიან საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან. მარტო 1 500 კაცი სამეგრელოდან მოდის. ამ ფილმის გაშვება არის საშინილება", - განაცხადა ფალავანდიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"